“დღეს ჩვენ გვაქვს მიზეზი მერაბიშვილი გვყავდეს წინასწარ პატიმრობაში“

  საქართველოში ყველა სასამართლო პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალეა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “France 24”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ადრე სასამართლო სისტემა არ იყო თავისუფალი და პირველი ნაბიჯები, რაც ახალმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით გააკეთა ეს სასამართლოს გავათავისუფლება იყო.
“ოპონენტებმა შეიძლება ყველაფერი თქვან, მაგრამ ჩემი პრინციპი მარტივია, კანონზე მაღლა არავინ იდგეს. გამჭვირვალობა, სათანადო სასამართლო პროცესი და კანონის უზენაესობა ჩვენი მთავრობის მთავარი პრინციპებია. ადრე სასამართლო სისტემა არ იყო თავისუფალი და პირველი ნაბიჯები, რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ მიმართულებით იყო ის, რომ გავათავისუფლეთ სასამართლო”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა შერჩევით სამართალთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა.
“როცა ისინი ამბობენ, რომ ჩვენ მერაბიშვილი და სხვა პირები წინასწარ პატიმრობაში გვყავს, ჩვენ ამისთვის კონკრეტული მიზეზები გვაქვს. სხვათა შორის წინა მთავრობის დროს 300 ათასი ადამიანი იყო წინასწარ პატიმრობაში და ეს ცუდი იყო. მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს მიზეზი მერაბიშვილი გვყავდეს წინასწარ პატიმრობაში, იმიტომ, რომ ის იყო გავლენიანი ფიგურა და არსებობდა რისკი, რომ მნიშვნელოვან მოწმეებზე გავლენას მოახდენდა”, – განაცხარა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები