ირაკლი კობახიძე: როდესაც ნომერ მეორე პარტია ასეთი არაჯანსაღია, ეს საფრთხეს უქმნის მთლიანობაში დემოკრატიული სისტემის სწორად განვითარებას
“ჩვენთვის, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის, ნაცმოძრაობა არ არის გამოწვევა, მაგრამ ქართული პოლიტიკისთვის რა თქმა უნდა, გამოწვევაა. როდესაც ოფიციალურად ნომერ მეორე პარტია არის ასეთი არაჯანსაღი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, რა თქმა უნდა, ეს საფრთხეს უქმნის მთლიანობაში დემოკრატიული სისტემის სწორად განვითარებას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის” ეთერში განაცხადა.
აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის თქმით, რა პროცესებიც ახლა ვითარდება – ამ პარტიის დასუსტების და მოშლის პროცესი, აუცილებლად დადებითად აისახება ჩვენი პოლიტიკური სისტემის განვითარებაზე. მისივე თქმით, იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, მნიშვნელოვანია, ის შედგებოდეს ჯანსაღი პოლიტიკური პარტიებისგან.
„ჩვენთვის როგორც პოლიტიკური პარტიისთვის, ნაცმოძრაობა არ არის გამოწვევა, მაგრამ ქართული პოლიტიკისთვის რა თქმა უნდა, გამოწვევაა. ზოგადად იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, მნიშვნელოვანია, ის შედგებოდეს ჯანსაღი პოლიტიკური პარტიებისგან. როდესაც ნომერ მეორე პარტია, ოფიციალურად დღეს ასეა, ყველაზე მეტი ხმა მიიღეს ჩვენს შემდეგ, როდესაც ოფიციალურად ნომერ მეორე პარტია არის ასეთი არაჯანსაღი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, რა თქმა უნდა, ეს საფრთხეს უქმნის მთლიანობაში დემოკრატიული სისტემის სწორად განვითარებას. აქედან გამომდინარე, რა პროცესებიც ახლა ვითარდება, ეს არის ამ პარტიის დასუსტების და მოშლის პროცესი, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ჩვენი პოლიტიკური სისტემის განვითარებაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.