ეროვნულ გალერეაში კოტე ჯინჭარაძის გამოფენა გაიხსნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში კოტე ჯინჭარაძის გამოფენა – „ხედვის წერტილები ჩაკეტილ წრეებში“ გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი – თეა წულუკიანი, დაესწრო.
გამოფენა „ხედვის წერტილები ჩაკეტილ წრეებში“ კოტე ჯინჭარაძის 35-წლიანი აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობისა და კვლევა-ძიების შეჯამებაა. დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა, იმოგზაუროს დროსა და სივრცეში.
აღნიშნული გამოფენა აერთიანებს სხვადასხვა გამომსახველობითი ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებს, რომლებიც გამოხატავენ კოტე ჯინჭარაძის დამოკიდებულებას თანამედროვე ადამიანის ეგზისტენციალური განცდების, შეგრძნებების მიმართ, მის რეფლექსიას დღევანდელ სამყაროში მიმდინარე მოვლენებისადმი.
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა კოტე ჯინჭარაძის გამოფენას 13 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.
გალერეის მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი N11.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები