დედაენის ბაღში კამპანიის – „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ ფარგლებში, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილისა და საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ,,ევროპა დონა საქართველოს,’’ აგრეთვე ეროვნული სკრინინგ ცენტრის ჩართულობით დედაენის ბაღში ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მიერ შექმნილი ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

„შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ კამპანიის ფარგლებში ძალიან აქტიური ოქტომბერი გველოდება. ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები კამპანიას უერთდებიან და საქართველოს ყველა რეგიონში „ვარდისფერი ოქტომბრის“ აღნიშვნა სხვადასხვა ღონისძიებებით ერთობლივად მოხდება.“ – აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.

კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ქალებში კიბოს დროული გამოვლენის პრევენციულ ღონისძიებებს, დაავადებათა ადრეულ გამოვლენას, მათი გავრცელების შეზღუდვას, დროულ დიაგნოსტიკას და მკურნალობის დაწყებას. ცნობილი კამპანია ,,ვარდისფერი ოქტომბერი” მთელ მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება და ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები