„ეს ჩემი საქართველოა“ – შვედეთში ქართველი ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გამოფენა გაიმართა

შვედეთში საქართველოს საელჩოსა და პირადად ელჩის, ირაკლი ხუცურაულის თაოსნობითა და შვედეთის სამეფოს კულტურის მინისტრის,  იანეტ გუსტაფსდოტერთან შეთანხმებით, საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის 30 – წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის აღსანიშნავად, 29 სექტემბერს, შვედეთში გაიმართა ბადრი ვადაჭკორიას ფოტოგამოფენა – „ეს ჩემი საქართველოა”…
ამის შესახებ თავად ბადრი ვადაჭკორია ავრცელებს ინფორმაციას ფეისბუქის გვერდზე…
„სტოკჰოლმი, დღეს 29 სექტემბრის საღამოა, როგორც გპირდებოდით. გარდა იმისა რომ შვედეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 30 წელი დიდი ზეიმით აღინიშნა, ჩემი ფოტოგამოფენაც გაიმართა, მართალი გითხრათ, ამ დარბაზში ამდენი გახარებული და კმაყოფილი ადამიანი თუ შეიკრიბებოდა, არ მეგონა, დიპლომატიური კორპუსის, დიასპორის, მედიის იმდენმა წარმომადგენელმა მოიყარა თავი, რომ…
ყველაფერი კი ჩვენი ელჩის, ირაკლი ხუცურაულის და მთლიანად საელჩოს დამსახურებაა, სრულიად მოულოდნელად მადლობის სიგელიც კი მივიღე თვით ელჩისაგან… ასე რომ, დღეს მხოლოდ 2 ფოტო იხილეთ იმ ხუთასიდან, რაც გადავიღეთ დანარჩენი კი თბილისში დაბრუნების შემდეგ“, – წერს ბადრი ვადაჭკორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები