ანდრიუს კალინდრა – რუსების შემოსვლაზე: საქართველოს მთავრობა კარგად აფასებს ამ ვითარებას, თუ როგორ გაუმკლავდეს ყველა შესაძლო რისკს

საქართველოში ლიეტუვას ელჩის, ანდრიუს კალინდრას განცხადებით, ლიეტუვა აკვირდება საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა პროცესს კარგად უმკლავდება; ამასთან, დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება კარგად აფასებს არსებულ ვითარებასა და შესაძლო რისკებს.

„ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას და, ამავდროულად, დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს მთავრობა კარგად ფუნქციონირებს, კარგად აფასებს ამ ვითარებას, როგორ გაუმკლავდნენ ყველა შესაძლო რისკს. მინდა, შეგახსენოთ, რომ ლიეტუვამ, უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე, 10 მარტისთვის შეაჩერა ვიზების გაცემა რუსეთისა და ბელარუსის პასპორტის მფლობელთათვის. ახლა ასევე ვზღუდავთ რუსების შესვლას ლიეტუვაში. ეს ჩვენი აღქმა და გზაა, რადგან, სამწუხაროდ, ნებისმიერ ინვესტიციას რუსეთთან, იქნება ეს კულტურული, სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური კავშირები, ღირებულება აღარ გააჩნია“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები