„ეს არის დაუშვებელი და შეუწყნარებელი ფაქტი“ – თეა წულუკიანი ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაზე

რა საკვირველია, ეს არის დაუშვებელი და შეუწყნარებელი ფაქტი, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ უკანონობა. ეს არის ის, რასაც ჩვენი სახელმწიფო უბრალოდ ვერ შეიწყნარებს. რა საკვირველია, რეაგირება იქნება, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გასარკვევია არის თუ არა ეს ახალი ფურცელი საქართველოსა და ბელარუსის ურთიერთობაში.

„რას ველოდებით, ძნელი სათქმელია. უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი წლის განმავლობაში, მიუხედავად სხვადასხვა „სურვილისა“ თუ „რჩევისა“ ლუკაშენკო ყოველთვის ინარჩუნებდა მყარ პოზიციას და არაღიარების პოლიტიკას უერთდებოდა და მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, გასარკვევია რა არის ეს – არის ეს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობაში თუ არა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში ჩავიდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან მოლაპარაკება გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები