ილია დარჩიაშვილი: ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში მიუღებელია – მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას ეხმაურება.

მინისტრი ბელარუსის ლიდერის აღნიშნულ ნაბიჯს მკაცრად გმობს და მას „უკანონო ქმედებას“ უწოდებს.

„პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაცული უნდა იქნას“, – წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში ჩავიდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან მოლაპარაკება გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები