ბექა დავითულიანი: ის, ვინც დღეს ლარსზე ვერ გადმოვა, ადრე თუ გვიან მოხვდება ფრონტის ხაზზე

შეუძლიათ თუ არა უსაფრთხოების სამსახურებს იმ ნაკადების კონტროლი, რომელიც რუსეთიდან მოედინება საქართველოში. ამ თვალსაზრისით უსაფრთხოების სამსახურები ამბობენ, რომ დღემდე სრულად აუდიან ამ რისკების ანალიზს და ნაკადების ეს მოცულობა დღეს საფრთხეს არ შეიცავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„როდესაც ლარსიდან შემოსვლის აკრძალვაზე ვსაუბრობთ, იმასაც ხომ უნდა გავუწიოთ ანგარიში, რა კატეგორიის ხალხი გადმოდის დღეს რუსეთიდან. გადმოდის ის კატეგორია, რომლის მობილიზებაც სურთ უკრაინაში ფრონტზე გასაშვებად. ანუ ჩვენ დღეს თუ ავკრძალავთ ლარსზე გადმოსვლას, ის, ვინც დღეს ლარსზე ვერ გადმოვა ადრე თუ გვიან მოხვდება ფრონტის ხაზზე“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები