მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციაში კრიზისი დღეს და გუშინ არ დაწყებულა

“არ შემიძლია, არ დავეთანხმო მოსაზრებას, რომ ოპოზიციაში არის კრიზისი. კრიზისი არის, რომელიც დღეს და გუშინ არ დაწყებულა. 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაგეგმილი ქმედებების დროს დაიწყო და უფრო აქტუალურიც კი იყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა ობოლაძის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

სარჯველაძის შეფასებით, კრიზისის მიზეზი ის გადაწყვეტილებებია, რომლებიც ქვეყნის ინტერესებთან მიმართებით დისონანსშია.

„როცა ამაზე საუბარი ახლა თავად დაიწყეს, ეს მხოლოდ მისასალმებელია, რადგან შეიძლება, ადამიანები დაფიქრდნენ, რომ კრიზისში იმყოფებიან და გამოსავალი უნდა ეძებონ. სავარაუდოდ განსხვავებულია ახსნა და მოტივაცია კრიზისული მდგომარეობის არსებობის, კრიზისი იმიტომ კი არ აქვთ, რომ გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავთ, სინამდვილეში ისინი უნდა მიხვდნენ, რომ კრიზისში იმ გადაწყვეტილებების გამო იმყოფებიან, რომელიც დისონანსშია ქვეყნის ინტერესებთან, მათსავე ამომრჩევლის ინტერესებთან. ეს არის კრიზისის განმაპირობებელი და არა ის, რომ შეიძლება, ზოგადად, ვინმე ქარიზმატული ლიდერი ჰყავთ თუ არა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ნიკა ობოლაძემ “ფეისბუქზე” დაწერა: “ზედაპირზეა, რომ ოპოზიცია კრიზისშია”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები