ჩრდილოეთ ოსეთი ავტომობილების შესვლას ზღუდავს – რეგულაცია საქართველოში რეგისტრირებულ ავტომობილებზე არ ვრცელდება
ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა, სერგეი მენიაილომ ხელი მოაწერა განკარგულებას მაღალი მზადყოფნის რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც რამდენიმე გამონაკლისის გარდა რეგიონში მანქანების შესვლას ზღუდავს.
ამის შესახებ რეგიონის მეთაურის და მთავრობის პრესსამსახური იტყობინება.
დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ 28 სექტემბრიდან შემდგომ განკარგულებამდე მაღალი მზადყოფნის რეჟიმი გამოცხადდება არდონსკის რაიონში, კიროვსკის რაიონში, პრიგოროდნის მუნიციპალურ რაიონსა და ვლადიკავკაზის საქალაქო ოლქის ტერიტორიებზე.
ასევე, ტექსტში ნათქვამია, რომ “შეიზღუდოს ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე მსუბუქი ტრანსპორტის შესვლა, გარდა სატრანსპორტო საშუალებების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან: ჩრდილოეთ ოსეთი -ალანიაში; სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში; საქართველოში”.
სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების შემოსვლა ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე, გარდა ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის რესპუბლიკაში, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, საქართველოს რესპუბლიკაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და საცხოვრებელი ადგილის მქონე მოქალაქეებისთვის რეგისტრირებული ავტომობილების. (დარჩენა) ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის რესპუბლიკაში ან ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირების მართვაში.
შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც მიემგზავრებიან ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სანატორიუმებში, პანსიონატებში, დასასვენებელ სახლებში, ტურისტულ ბანაკებში და აქვთ საჭირო დოკუმენტაცია.