“ტიმატი” რუსულ მობილიზაციას საქართველოში გამოექცა
რუსი რეპერი – “ტიმატი” “ინსტაგრამზე” “სთორის” დებს, სადაც წერს, რომ ლარსის გავლით საქართველოში გადმოდის:
“კი, ეს მე ვარ, როგორც ვირთხამ, დუბაიში ბიზნესკლასით ჩაფრენის მაგივრად უღელტეხილით ვამჯობინე გადასვლა. ხალხთან უნდა იყო ახლოს და უბრალოდ”, – წერს ტიმატი.
ცნობისთვის, მომღერალი ინსტაგრამზე 2 დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტში წერდა, რომ მოსკოვშია, არსად წასვლას არ აპირებს და თუ საჭირო იქნება, “პატრიოტობის” გამო, “მზადაა თავის ქვეყანას დაეხმაროს”.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის მასშტაბით ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. რუსეთის რეპრესიულმა რეჟიმმა კი აქციის მონაწილეების უმრავლესობა დააკავა. რუსებმა საქართველოში მასობრივად გადმოსვლა დაიწყეს და ლარსისი გამშვებ პუნქტზე უკვე რამდენიმე დღეა კილომეტრიანი რიგებია.