ნიჭი თუ სასჯელი? – უჩვეულო შესაძლებლობების მქონე ადამიანების ისტორიები

რამდენად ხშირად გხვდებათ უცნაური ადამიანები? რამდენად ხშირად ხდება უცნაური მოვლენების მომსწრენი?

სასწაულები, ანომალიები, უცნაური მოვლენები – ყველაფერი ეს და მრავალი სხვა ადამიანის ყურადღებას იპყრობს. მეცნიერები ამა თუ იმ მოვლენის სხვადასხვა ახსნას გვთავაზობენ, მაგრამ ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. დღეს რამდენიმე უცნაური ადამიანი შესახებ მოგიყვებით.

1. მამაკაცი, რომელიც სიცივეს ვერ გრძნობს

ჰოლანდიელმ,ა ვიმ ჰოფმა მთელი მსოფლიო გააოცა თავისი უჩვეულო შესაძლებლობით – ის სიცივეს ვერ გრძნობს. მისი ორგანიზმი ვერ აღიქვამს და არც ემორჩილება უკიდურესად დაბალი ტემპერატურის ზეგავლენას სხეულზე. მან 9 მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

2000 წელს ვიმმა 57,5 მეტრი გაცურა 61 წამში. ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მან ეს გაყინული ტბის  ფენის ქვეშ გააკეთა.

2006 წელს მან მონბლანი დალაშქრა და მხოლოდ შორტები ეცვა. მომავალ წელს ის შეეცადა ევერესტი დაეპყრო, მაგრამ მას ფეხის თითები მოეყინა, ვინაიდან მაშინ მხოლოდ საცვლები ეცვა. და მაინც, ის არ კარგავს იმედს და თავის ცდებს აგრძელებს.

2. ბიჭი, რომელსაც არასდროს ძინავს

რამდენად ხშირად გქონიათ სურვილი, არ ყოფილიყავით ძილზე დამოკიდებული? თითქოს, ეს უბრალოდ დროის ფლანგვაა და საბოლოო ჯამში, ადამიანი თავისი სიცოცხლის თითქმის მესამედს ძილში ატარებს, მაგრამ ეს მაინც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: საქმე იმაშია, რომ უძილობა ერთი კვირის განმავლობაში ადამიანში შეუქცევად პროცესებს იწვევს და უკვე ორი კვირის შემდეგ ლეტალურ შედეგეს.

თუმცა, წარმოიდგინეთ, რომ ზოგიერთმა ადამიანმა აიხდინა ოცნება და უკვე 2-3 წელია არ სძინებია! ერთ-ერთი ასეთი ფენომენი გახდა ბიჭუნა, სახელად – რეტი. ერთი შეხედვით, ის ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც 2006 წელს შენონისა და დევიდ ლემბების ოჯახში დაიბადა. მუდმივად აქტიური და ცნობისმოყვარე ბავშვი, ისევე როგორც სხვა ბავშვები მის ასაკში… მაგრამ როდესაც დგება დღის და ღამის ძილის დრო, ის ისევ ისე აქტიური რჩება. ამ ბიჭმა ჩიხში მოიმწყვდია მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ექიმები, რომელთაც მისი გამოკვლევის საშუალება ჰქონდათ.

3. გოგონა, წყალზე ალერგიით

როგორც ცნობილია, ადამიანი 80% წყლისგან შედგება. ჩვენი ცხოვრებაც  წყალზეა დამოკიდებული. ეს ჩვენი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ჰარმონიის წყაროა. თუმცა, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წყალზე ალერგია გაქვთ. რამდენ ჩვეულ პროცესზე  მოგიწევთ უარის თქმა? ამასთან შეგუება მოუწია ეშლი მორისს, გოგონას, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობს წყალზე ალერგია აქვს. წარმოიდგინეთ, რომ ის დისკომფორტს გრძნობს მაშინაც კი, როდესაც იოფლება. ყველაზე ცუდი არის ის, რომ მისი ეს პათოლოგია არ არის თანდაყოლილი.

14 წლამდე გოგონა ჩვეულებრივი მოზარდი იყო. შემდეგ ის ტონზილიტით დაავადდა. მაშინ ექიმებმა წამლები გამოუწერეს, რომელთა შემცველობაშიც ბევრი პენიცილინი იყო, რამაც შემდეგ წყლის მიმართ ალერგიულობა გამოიწვია. ეს ძალიან იშვიათი დაავადებაა, რომლისგანაც მსოფლიოში სულ ხუთი ადამიანი იტანჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები