ირაკლი კობახიძე: საზღვრის არჩაკეტვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ და მათაც აქვთ ინტერესი, საქართველოში შემოვიდნენ
“რუსეთში ჩვენი თანამოქალაქეებიც ცხოვრობენ და მათაც აქვთ ინტერესი, საქართველოში შემოვიდნენ, აქედან გამომდინარე, საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემა არ შეექმნება.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანების ინტერესები იყოს დაცული, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და საქართველოდან არიან წასული. ყველა საკითხი აწონ-დაწონილი უნდა იყოს, ეს არის სახელმწიფო უწყებების საქმე და ისინი მუშაობენ პასუხისმგებლობით. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები იყო დაცული და მომავალშიც ბოლომდე იქნება დაცული. საზღვრის არჩაკეტვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ და მათაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველოში შემოვიდნენ. აქედან გამომდინარე, საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება და ეს დააზიანებს ამ ადამიანების ინტერესებს. ამის მიღმაც უამრავი საკითხია, რაც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული. ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემა არავითარ შემთხვევაში არ შეექმნება, ვითარება კონტროლქვეშაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.