ელისო ბოლქვაძე ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ოსვალდო ბიატო ჯუნიორს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ოსვალდო ბიატო ჯუნიორს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურის მიმართულებით საპარლამენტო საქმიანობის გაღრმავებაზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა 2023 წელს ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალში ბრაზილიის დღის აღნიშვნის საკითხზე.
„შეხვედრაზე საქართველოსა და ბრაზილიას შორის კულტურული დაახლოების საკითხებზე ვისაუბრეთ. ვიმსჯელეთ სამომავლო გეგმებზე. ასევე, განვიხილეთ ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალში ბრაზილიის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული საკითხები”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები