მიხეილ სარჯველაძე თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს, შერეფ მალქოჩს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს, შერეფ მალქოჩს შეხვდა.

შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვასთან მიმართებით რეგიონის სახელმწიფოთა თანამშრომლობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ხაზი გაესვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოების ძალისხმევის გაერთიანებაზე იმისათვის, რომ რაც შეიძლება ინტენსიურად წარიმართოს მუშაობა ჩვენს სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით. ვიმსჯელეთ გამოწვევებზე, რომლებიც გვაქვს მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრას საქართველოს სახალხო დამცველი – ნინო ლომჯარია და მისი პირველი მოადგილე – თამარ გვარამაძე ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ, სტუმარმა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი და პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები