მაკა ბოჭორიშვილი: სამწუხაროა, რომ საქართველოში არიან პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც საქართველოს ეკონომიკური განვითარება მიუღებელია

სამწუხაროა, რომ საქართველოში არიან პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც საქართველოს ეკონომიკური განვითარება მიუღებელია. ისინი აკრიტიკებენ პრემიერს იმის გამო, რომ მან აქცენტი გააკეთა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ის გამოწვევა, რაც დღეს ქვეყანას აქვს – ოკუპაცია, არ არის შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოში სტაბილურობისა და სტაბილური ეკონომიკური განვითარების. ქვეყანას აქვს სტრატეგიული ამოცანა – გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრი ვერ გახდები, თუ შენ არ გაქვს მყარი ეკონომიკა, არ ატარებ რეფორმებს და თუ არ ხარ მზად ევროკავშირის წევრობისთვის. იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ამ სივრცის ნაწილი პირველ რიგში საჭიროა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და სწორედ ამაზე იყო აქცენტები გაკეთებული პრემიერ-მინისტრის გამოსვლაშიც“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები