ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. პირველადი ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა. მიკროავტობუსი, სავარაუდოდ, ტურისტული იყო.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ერთი დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, სამი პაციენტი კი ზედაპირული ტრავმებით – “მედალფაში”.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.
“კვირა” დამატებით დეტალებს შს სამინისტროში არკვევს.