27 სექტემბერს კულტურის სამინისტრო აფხაზური ენის დღეს აღნიშნავს

27 სექტემბერს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აღნიშნავს აფხაზური ენის დღეს, რომელიც აფხაზეთში ქართულ ენასთან ერთად სახელმწიფო ენად არის გამოცხადებული.
„აფხაზური ენის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ის წიგნები, რომლებიც, კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, ქართული ენიდან აფხაზურ ენაზე ითარგმნა, ან – პირიქით. წიგნები გამოიცა კონკურსის „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“ ფარგლებში.
ერთ-ერთი ასეთი წიგნია: წიგნი, რომელიც ქართულ და აფხაზურ ენებზე დაწერილ ორ ნაწარმოებს აერთიანებს. მკითხველს წიგნში აფხაზურ ენაზე შეუძლია წაიკითხოს გურამ ოდიშარიას „პრეზიდენტის კატა“, რომელიც ქართული ენიდან არის თარგმნილი, ხოლო აფხაზურიდან ქართულ ენაზე დაურ ნაჭყებიას „ღამის ნაპირი“ ითარგმნა. ასევე, ღონისძიებაზე გაიმართება დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობის“ აფხაზურ ენაზე თარგმანის პრეზენტაცია“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები