“ერთ-ერთი ყველაზე ამორალური და მძიმე დანაშაული პენსიონერთა ძარცვაა, რასაც „ქოლცენტრები“ აკეთებენ – მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან თუ სხვა ქვეყნის” – იონათამიშვილი
“ერთ-ერთი ყველაზე ამორალური და მძიმე დანაშაული პენსიონერთა ძარცვაა, რასაც „ქოლცენტრები“ აკეთებენ – მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან თუ სხვა ქვეყნის”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით სამართალდამცავი უწყებები ეფექტურად მუშაობენ.
“რაც შეეხება ელისო კილაძის ბრალდებებს, ევროძალები ცდილობდნენ, რომ მამუკა მდინარაძისთვის ცილი დაეწამებინათ, მაგრამ ვერაფერი შეძლეს, რადგან როცა ადამიანი პირნათელი და სუფთა რეპუტაციითაა, რა თქმა უნდა, მასზე რაღაცის დაბრალებისას ოპონენტები უსუსურები არიან. ეს კარგად ამ საქმეშიც ჩანს. რა თქმა უნდა, ცილისწამება მხოლოდ სამართლებრივი დანაშაული არ არის, მორალურად ყველაზე მძიმეა, რაც შეიძლება, ადამიანმა ჩაიდინოს. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ასეთი ადამიანის მხილება ყოველ ჯერზე მოხდეს. ეს ადამიანები საკუთარ ცილისწამებაში არიან დაკარგულები“, – განაცხადა იონათამიშვილმა.