ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 108-ე შეხვედრა დაიწყო
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 108-ე შეხვედრა დაიწყო. სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განცხადებით, მონაწილეები გამყოფ ხაზთან, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში წინა შეხვედრის შემდეგ დღემდე დადასტურებულ ინციდენტებს განიხილავენ, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებსა და უკანონო დაკავების შემთხვევებს.
„მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებაზე. მოგეხსენებათ მათი რიცხვი არის 5. ესენი გახლავთ: კახაბერ ნათაძე; მამუკა ჩხიკვაძე; ნუკრი კალაშნიკოვი, ლაშა ხეთერელი და გელა იობაშვილი. აქცენტი გაკეთდება წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მომხდარ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე. იგულისხმება ბორდერიზაციის კუთხით მომხდარი ინციდენტები, რომელსაც ადგილი ჰქონდა შეხვედრებს შორის პერიოდში და ძირითადად მოიცავდა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებს“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა ორთვიანი პაუზის შემდეგ იმართება.