ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, დაძაბულ საგარეო პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, ე.წ.რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.
უახლოეს დღეებში ბჟანია ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებს მოინახულებს.
ე.წ. უშიშროების საბჭოს შემდეგ, დე ფაქტო პრემიერმინისტრმა, ალექსანდრე ანქვაბმა ე.წ. ვიცეპრემიერებთან – სერგეი პუსტოვალსა და ვლადიმერ დელბასთან თათბირი გამართა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ე.წ. საგანგებო სამქეთა მინისტრი – ლევ კვიწინია.
ანქვაბმა დაავალა დამსწრეებს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომ მოხდეს “რეკომენდაციების შემუშავება ჯარის მატერიალური, ტექნიკური, ფინანსური და სამედიცინო მხარდაჭერის გაუმჯობესებაზე, სამედიცინო შემადგენლობის კომისიების მუშაობის ორგანიზება, შეიარაღებული ძალების რეზერვთან სათანადო ურთიერთქმედება, ასევე, საბინაო-ყაზარმული ფონდის შეკეთება და სხვა გადაუდებელი საკითხები”.
სამუშაო ჯგუფს სერგეი პუსტოვალოვი უხელმძღვანელებს.