გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში რეაბილიტაცია გზის სამ მონაკვეთს უტარდება

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. მერიის ინფორმაციით, სოფელ ბერბუკში გზის სამი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება.

“ორ მონაკვეთზე სამუშაოები უახლოოეს დღეებში დასრულდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება.

უკვე დასრულებულია გზის ერთი მონაკვეთი.

პროექტი 1 500 მეტრამდე გზის მოწყობა – რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება”, – აცხადებენ გორის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები