ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2022“ 9 ოქტომბერს აღინიშნება

 

ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2022“ 9 ოქტომბერს აღინიშნება.

– საპატიო დელეგაციის მასპინძლობა პივნიჩნა ზდრუიდან – დამეგობრებული ქალაქი პოლონეთში

– კონცერტი – რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით

– სიტყვიერი საგანძური – სეტი, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით

– რეგიონის მახასიათებლებით შერჩეული ხელნაკეთი და გასტრონომიული პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა

– სპორტული აქტივობები – დოღი; შეჯიბრი მკლავჭიდში

– საპატიო მოხევეების დაჯილდოება

– ქართული საბრძოლო ხელოვნების ეროვნული ფედერაცია – ხრიდოლის შოუ

– გალა კონცერტი – დედაქალაქიდან ჩამოსული პოპულარული შემსრულებლების მონაწილეობით

– გრანდიოზული ფოიერვერკი – დღის ბოლოს კულმინაცია

ასევე, იგეგმება მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის გახსნა, გასართობი აქტივობები საბავშვო სივრცეში. ღონისძიებები, რომლებიც მთის კულტურას, კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინოსა და პოპულარულს გახდის.

გელოდებით ყველას, ვისაც მთა, ყაზბეგი, ჩვენი რეგიონი და დიდი სახალხო მხიარულება უყვარს.

ერთად ვიზეიმოთ „ყაზბეგობა 2022“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები