“არც ლიეტუვამ და არც რომელიმე სხვა ქვეყანამ არ უნდა იხსნას რუსეთის მოქალაქეები მობილიზაციისგან” – ინგრიდა შიმონიტე

ლიეტუვის პრემიერმინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა, რომ ლიეტუვას და სხვა ქვეყნებს არ აქვთ ვალდებულება, მობილიზაციისგან რუსეთის მოქალაქეები იხსნან.

​მისი თქმით, მიზანშეუწონელი იქნება ჰუმანიტარული მიზეზით იმ რუსების მიღება, რომლებიც ცოტა ხნის წინ უკრაინაში ომს უჭერდნენ მხარს.

ამის შესახებ LRT წერს.

„ომი 2014 წელს დაიწყო და ეს შემოჭრა 24 თებერვალს. ხალხს საკმარისი დრო ჰქონდა, გადაეწყვიტა, თუ რა პოზიციას იკავებს.

ჩემთვის გაუგებარი იქნებოდა ვითარება, როდესაც ლიეტუვაში ჰუმანიტარული მიზეზებით ვუშვებთ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ ომი მათთვის კარგი იყო, როდესაც ამას ტელევიზორში ხედავდნენ, დივანზე მჯდომი, მაგრამ აღარ გახდა კარგი, როდესაც შენმა მთავრობამ და შენმა შოიგუმ მოგიწოდეს – შეუერთდე ჯარს და შემოგთავაზეს ამ ომში ფიზიკურად მონაწილეობა“, – განაცხადა ლიეტუვის პრემიერმინისტრმა.

შიმონიტეს აზრით, თითოეული ადამიანი უნდა შეფასდეს მისი დამსახურების მიხედვით, იმ რისკების შესაბამისად, რასაც ის აწყდება და პოზიციის მიხედვით – “და კარგი იქნება, რომ ეს პოზიცია იყოს თანმიმდევრული”.

ლიეტუვის პრემიერი ამბობს, რომ “არც ლიეტუვამ და არც რომელიმე სხვა ქვეყანამ არ უნდა იხსნას მობილიზაციისგან რუსეთის ყველა მოქალაქე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები