საჩხერის სოფლებში მინი სტადიონები ეწყობა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთსა და მახათაურში მინი სტადიონების მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო სოფელ ქორეთის პასიეთის უბანში-,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“. ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მიმდინარე სამუშაოები საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა, პირველ მოადგილე კობა ქიმაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძესთან ერთად მოინახულა.

,,მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა მოსახლეობაში. მათთან შეხვედრების დროს, არაერთხელ, დასმულა მინი სტადიონებისა და ტრენაჟორების მოწყობის საკითხები. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მათი აზრის გათვალისწინებას. მეტი სპორტული თუ დასასვენებელი სივრცეა საჭირო ახალგაზრდებისთვის. ამიტომ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერილი იქნება“, – თქვა ლევან ივანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები