ლაგოდეხის სოფელ თამარიანში აფხაზეთის ომის გმირის, გიორგი დუღაშვილის ხსოვნის დღე აღინიშნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში, აფხაზეთის ომის გმირის, გიორგი დუღაშვილის ხსოვნის დღე აღინიშნა.

მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურიასთან ერთად, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი გმირის საფლავი, ყვავილებით შეამკო.
ამ დღესთან დაკავშირებით, სოფელ თამარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით, კონცერტი და სხვადასხვა სპორტული აქტივობა გაიმართა. გამარჯვებული სპორტსმენები, ჯონდო მდივნიშვილმა თასით და მედლებით დააჯილდოვა.
გიორგი დუღაშვილი აფხაზეთის ომში, სოფელ ტამიშში ბრძოლის დროს გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ, მას, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები