ვიქტორ წილოსანი – მეტროში საცობზე: მგზავრებს არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ზოლში ვიმოძრაოთ, შესაბამისად, ისინი საცობს ქმნიან

ვერ მაჩვენებთ ვერცერთ შემთხვევას, როცა მეტრომ გაიარა და ბაქანზე ადამიანი დარჩა. ვერ მაჩვენებთ ვერცერთ კადრს სადაც ბაქანზე ადამიანები დარჩნენ, – ამის შესახებ თბილისი მერიის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მეტროში საცობს მოსახლეობა თავად ქმნის, მოძრაობის წესების გაუთვალისწინებლობის გამო.

„მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დგას. მხოლოდ ახმეტელის თეატრსა და ვარკეთილის მეტროს შესასვლელთან დგას რიგები. მეტროს ვაგონები ბაქანზე არსებულ ყველა მგზავრს ემსახურება, ვერ მაჩვენებთ ვერცერთ შემთხვევას, როცა მეტრომ გაიარა და ბაქანზე ადამიანი დარჩა. ვერ მაჩვენებთ ვერცერთ კადრს სადაც ბაქანზე ადამიანები დარჩნენ.

ანალოგიურია სადგურის მოედანზე, გადასასვლელში მგზავრებს არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ზოლში ვიმოძრაოთ, შესაბამისად, ისინი საცობს ქმნიან, არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით, ხდება შეფერხებები ერთმანეთთან და პრობლემა გვირაბის გამტარუნარიანობას ექმნება“, – ამბობს ვიქტორ წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები