საგარეჯოში კაცი მოკლეს

კახეთში, საგარეჯოში მკვლელობა მოხდა. სოფელ ქეშალოში გამთენიისას,ლ ახალგაზრდა მამაკაცს რამდენჯერმე ესროლეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აიდინ ჰამზაევს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, საცხოვრებელ სახლთან მდებარე კომერციულ ფართში ესროლეს.

ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მოკლულის თანასოფლელებს მომხდარის მოტივზე საუბარი უჭირთ, თუმცა, ერთ-ერთ ვერსიად წარსულში მომხდარ, ფულის გამოძალვის ფაქტს ვარაუდობენ. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები