“პოლიციამ გამომიყვანა უკანა კარიდან, რომლის შესახებაც მან არაფერი იცოდა” – რას ჰყვება ერთ-ერთი მძევალი

მოქალაქე, რომელიც გუშინ ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელს მძევლად ჰყავდა აყვანილი, მედიასთან დეტალებს იხსენებს.

“ჰაერში გაისროლა, შემოვიდა, დაკეტა კარები და ვსო, მერე დაიწყო. თქვენც უყურებდით ლაივში, რაც ხდებოდა. მე მალაპარაკებდა და მე ვის ველაპარაკებოდი, არ ვიცი, პოლიციელი იყო.. მილიონ-ნახევარზე ჩამოვიდა უკვე ლაპარაკი ბოლოში, დათანხმდა, მაგრამ თანხა თუ მისცეს და რამდენი მისცეს, არ ვიცი. გამოვედი უკანა კარებიდან, რომელი კარის შესახებაც მან არ იცოდა არაფერი, პოლიციამ გამომიყვანა, გააღო კარი, გახსნა ტერიტორია, მითხრეს – გამოდიო და გამოვედი. წინააღმდეგობა გაუწია”, – ამბობს ერთ-ერთი მძევალი.

შეგახსენებთ, გუშინ, 19 სექტემბერს ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.
სპეცოპერაცია გამარჯვების მოედანზე 9 საათს გაგრძელდა. ადგილზე ჩასული იყო შს მინისტრი, ვახტანგ გომელაურიც.

წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად, პოლიციამ 12 მძევალი უვნებლად გაათავისუფლა, თავდამსხმელი კი დააკავა. ის 37 წლის გრიგოლ ნარსიაა. მას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები