20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული უზენაესმა სასამართლომ უვადო პატიმრობაში დატოვა

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილი უზენაესმა სასამართლომაც დამნაშავედ ცნო.

უმაღლესმა ინსტანციამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

გრიგალაშვილი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 22 თებერვალს ანა ნაცვლიშვილი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით  მისი შეყვარებული – ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. მან ანა ნაცვლიშვილი შემთხვევის დღეს სახლიდან გაიყვანა და დანით 33 ჭრილობა მიაყენა. თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით, ანა ნაცვლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები