კუბაში მამაკაცი ცოცხლად "დამარხეს"

კუბის ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებლები უცნაური პროცესიის მომსწრნენი აღმოჩნდნენ. პროცესია ჰავანას  ახლომდებარე სოფლის ყოველწლიური ტრადიცია აღმოჩნდა. ტრაქტორის მისაბმელზე მიცვალებულის სასახლე იყო დასვენებული, რომელსაც მუსიკალურ აკომპონემენტს 4-კაციანი ორკესტრი უკეთებდა.
 article-2554516-1B42918E00000578-978_634x437პროცესიაში მონაწილე ხალხი მუსიკას ტაშს აყოლებდა. ყველა მათგანი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.  სოფლის მაცხოვრებლებს შორის ჭაღარათმიანი ხანშიშესული ქალი გამოირჩეოდა, რომელიც ქვრივს „განასახიერებდა“.  ის  ხმამაღლა მოსთქვამდა: „კარმენ ზამატა, რა კარგი კაცი იყავი…ახლა კი მტოვებ…ღმერთო ჩემო! არ მინდა მიწაში ჩავდო“, –  და აცრემლებულ თვალებს ხელსახოცით იწმენდდა.
სამგლოვიერიო ცერემონია სასაფლაოსკენ წარიმართა. პაჩენკო, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში დივალდო აგუიარი ჰქვია,  თოკების დახმარებით 6 ფუტის სიღრმის საფლავში ჩაასვენეს. ლურჯ სამოსში ჩაცმული ადამიანი მღვდელს განასახიერებმა, რომელიც საფლავში ჩასვენებულს უკანასკნელ ლოცვებს უკითხავდა.
ცერემონიის მონაწილეები უკრავდნენ საყვირებზე, დოლებზე და „მიცვალებულს“ ყვავილებს აყრიდნენ.
„ხელახალი დაბადება ყველაზე შესანიშნავი რამ არის ცხოვრებაში“, – ამბობს აგიარი, რომელიც პაჩენკოს როლს ასახიერებს და ეს წლების განმავლობაში გრძელდება.
ამ ტრადიციას საფუძველი 1984 წელს, 5 თებერვალს ჩაეყარა,  როდესაც სოფელში მათთვის საინტერესო სპექტაკლი დაიდგა. სოფლის მაცხოვრებლებს ის იმდენად მოეწონათ, რომ გადაწყვიტეს ტრადიცია რეალურ ცხოვრებაში გადმოეტანათ.
ალვარდო ჰერნანდესი განმარტავს, რომ პაჩენკო არ არის რომელიმე კონკრეტული პირი – ან ცოცხალი, ან მკვდარი.  ის არის გართობისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, რომლის ოფისიც თეატრის შენობაში მდებარეობს. ეს გმირი სოფლის მაცხოვრებლების ფანტაზიის ნაყოფს განასახიერებს, – ამბობს ჰერნანდესი.
ამ წარმოდგენას აგიარის „სასწაულებრივი აღდგომა“ მოსდევს, რის შემდეგაც სოფელში ზეიმი მთელი დღის განმავლობაში გრძელდება.
ეს ტრადიცია კუბის პატარა სოფელს ახალ სიცოცხლეს სძენს.

article-2554516-1B428FA600000578-304_634x415  article-2554516-1B42924A00000578-474_634x410  article-2554516-1B4290FE00000578-538_634x455  article-2554516-1B42919B00000578-300_634x424  article-2554516-1B42909200000578-880_634x424     article-2554516-1B428F4A00000578-227_634x425    article-2554516-1B42904600000578-18_634x410      article-2554516-1B42923600000578-133_634x404

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები