ირაკლი ღარიბაშვილი: მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს და პარტნიორებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდე მნიშვნელოვან დისკუსიებში

უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად, საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, რომ პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვან დისკუსიებში მონაწილეობს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად.

“მონაწილეობას ვიღებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გახსნით სესიაში, რომელზეც მსოფლიო ლიდერები გლობალური დღის წესრიგის ყველაზე აქტუალურ საკითხებს იხილავენ. მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს და პარტნიორებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდე მნიშვნელოვან დისკუსიებში უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად”, – წერს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები