ილია დარჩიაშვილი: გაერო-ს გენერალური მდივნის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გატარებული პოლიტიკა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით

გაერო-ს გენერალური მდივნის მხრიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა იყო გამოხატული საქართველოს მიმართ და მისი მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გატარებული პოლიტიკა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს პრემიერმინისტრს ასევე ჰქონდა ორმხრივი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან და შეხვედრაზე განხილული იყო ყველა ის ძირითადი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ორმხრივ ფორმატში საქართველოსა და თურქეთს შორის არსებობს.

„საქართველოს პრემიერმინისტრი იმყოფება ნიუ იორკში. პრემიერმინისტრი მიიღებს მონაწილეობას გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაში, სადაც მას ექნება მიმართვა. მანამდე, დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა გამართა შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, სადაც განხილული იყო საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები, ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს არსებული გამოწვევების ფონზე აქვს გაერო-ს გენერალური მდივნისგან და ზოგადად გაეროს, უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციის მხრიდან. გაერო-ს გენერალური მდივნის მხრიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა იყო გამოხატული საქართველოს მიმართ და მისი მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გატარებული პოლიტიკა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით.

ასევე, დღეს საქართველოს პრემიერმინისტრს ჰქონდა ორმხრივი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან. როგორც ცნობილია, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ძლიერი მხარდამჭერი და ამ შეხვედრაზე განხილული იქნა ყველა ის ძირითადი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ჩვენ გვაქვს ორმხრივ ფორმატში საქართველოსა და თურქეთს შორის. ასევე, საქართველოს პრემიერმინისტრმა და თურქეთის პრეზიდენტმა განიხილეს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება ჩვენს რეგიონს, რეგიონში არსებულ გართულებულ ვითარებას და საუბარი იყო იმ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცება ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები