მამუკა მდინარაძე – რამდენიმე ოპოზიციური პარტიის შესაძლო კოალიციაზე: ცალკე იქნებიან თუ ერთად, მაინც ერთნი არიან და ერთ საქმეს აკეთებენ, რასაც საქართველოს საწინააღმდეგო საქმე ჰქვია

ცალკე იქნებიან, ერთად თუ ა.შ. მაინც ერთნი არიან და ერთ საქმეს აკეთებენ, რასაც საქართველოს საწინააღმდეგო საქმე ჰქვია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის შესაძლოა კოალიციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოთხმა პარტიამ, დეკლარირებულად განაცხადა და გადაწყვიტა, რომ ბარემ ერთად იმოქმედონ.

მისი თქმით, არც „ლელო“, არც „სტრატეგია აღმაშენებელი“, არც „დროა“ და არც „ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე“ – რეალურად ასეთი პარტია არ არსებობს. არსებობს ერთი „ნაცმოძრაობა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ დავალებებს ასრულებს.

„აქედან გამომდინარე, ისინი ცალკე იქნებიან, ერთად თუ ა.შ. მაინც ერთნი არიან და ერთ საქმეს აკეთებენ, რასაც საქართველოს საწინააღმდეგო საქმე ჰქვია. რასაც ისინი აკეთებენ, ამით ქვეყნის შიგნით ვერაფერს ვნებენ ხელისუფლებას, პირიქით – „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის გაზრდილი. ეს NDI-ის კვლევამაც აჩვენა. ქვეყნის შიგნით მათი ამ მოქმედებების „შედეგი“ ის არის, რომ „ქართულ ოცნებას“ რეიტინგი ეზრდება, მაგრამ ცუდია, რომ ქვეყნის გარეთ ზიანდება საქართველოს მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები