სოზარ სუბარი: ბოლო პერიოდში კელი დეგნანის აქტიურობას რომ ვუყურებ, ასე მგონია, საქართველოში არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და საარჩევნო კამპანიაშია ჩართული

ბოლო პერიოდში ერთგვარი კამპანიის, დაყვედრების, დამადლების სახე მიიღო იმან, რომ აშშ 6 მილიარდით გვეხმარება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი საქართველოს პარლამენტის და მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში დეგნანის აქტიურობას რომ უყურებს, ჰგონია, რომ საქართველოში არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და საარჩევნო კამპანიაშია ჩართული.

„სულ ვიცოდით, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი გვეხმარება, მაგრამ რამდენი მილიარდი იყო, ნაკლებად იყო ცნობილი. ბოლო პერიოდში, ერთგვარი კამპანიის, დაყვედრების, დამადლების სახე მიიღო იმან, რომ აშშ 6 მილიარდით გვეხმარება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ამას ხშირად ახსენებს ელჩი – ქალბატონი კელი დეგნანი, რომლის აქტიურობასაც რომ ვუყურებ ბოლო პერიოდი, ასე მგონია, რომ საქართველოში, არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და საარჩევნო კამპანიაშია ჩართული. რაც ჩვენ წერილების გამოქვეყნება და კითხვების დასმა დავიწყეთ, აქტიურად, თითქმის ყოველდღე დადის რეგიონებში – ხან ფერხულის ცეკვაში ჩაერთვება სვანეთში, ხან მეტანიებს აკეთებს მცხეთის ჯვარზე, ყოველდღიურად დადის ტელევიზიებში და პერიოდულად, ამ 6 მილიარდს გვახსენებენ. როცა თემით დავინტერესდით, აღმოჩნდა, რომ, როცა 6 მილიარდზეა ლაპარაკი, სინამდვილეში, ეს თანხა 4,5 მილიარდზე ოდნავ ნაკლებია, ანუ დაახლოებით 25%-იანი მატება საიდან მოიტანეს, ვერ გეტყვით. მეორე – ამ თანხიდან, მილიარდზე მეტი საქართველოში უბრალოდ არც გადმორიცხულა, არც ვიცი, სად და როგორ დარჩა, მაგრამ დაახლოებით 3,5 მილიარდამდე გადმოირიცხა საქართველოში. თუ ჩავყვებით იმას, თუ ეს 3,5 მილიარდი რაში დაიხარჯა, აღმოჩნდება, რომ ამ თანხის ძალიან დიდი ნაწილი საქართველოს განვითარებასა და მომავალს არ მოხმარებია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები