ლევან იოსელიანი: ოპოზიციის ნაწილს შეეძლო, სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფებთან ემუშავა, თუმცა, მათ სხვა გზა აირჩიეს

პარლამენტის ვიცესპიკერი და პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ, ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, სასამართლო რეფორმაზე კონსენსუსის მიღწევა რთული იქნება.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილს შეეძლო, აღნიშნულ საკითხზე შესაბამის ჯგუფებში ემუშავა, თუმცა, მათ სხვა გზა აირჩიეს.

„რასაც მე ვუყურებ, სხვა ჯგუფთან მიმართებით სასამართლო რეფორმაზე კონსენსუსის მიღწევა არც ისე ადვილი იქნება. აუცილებელია, სასამართლოში გადაიდგას მართლა მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისთვის, რომ სასამართლოს მიმართ ნდობის ხარისხი გაუმჯობესდეს. თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ასეთი ფორმით პროცესის წარმართვის, სადაც ოპოზიციის ნაწილი ცალკე რაღაც კანონებზე მუშაობს. მათ შეეძლოთ, ეს ყველაფერი მოეტანათ, თავი ერთად მოეყარა ჩვენს ნამუშევარს და განგვეხილა ეს ყველაფერი ერთად სამუშაო ჯგუფებში, თუმცა, მათ სხვა გზა აირჩიეს. მე მაინც ყურადღებით გავეცნობი მათ ნამუშევარს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები