ანრი ოხანაშვილი – სასამართლო რეფორმაზე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ცვლილებები დაეფუძნოს განვითარებულ სამართლებრივ მიდგომებს

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს ცვლილებები დაეფუძნოს განვითარებულ სამართლებრივ მიდგომებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სასამართლო რეფორმის საკითხებზე ევროკომისიის მხრიდან გამოქვეყნებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მთავარი ამოცანაა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცვლილებები საუკეთესო საერთაშორისო აპრობირებულ მოდელზე დაყრდნობით განხორციელდეს.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს ცვლილებები დაეფუძნოს განვითარებულ სამართლებრივ მიდგომებს. ჩვენ არ გვაქვს ცდების დრო, ჩვენი მთავარი ამოცანაა, საუკეთესო საერთაშორისო აპრობირებულ მოდელზე დაყრდნობით განვახორციელოთ ცვლილებები. იმედი მაქვს, რომ შესაბამისი სტანდარტები იქნება წარმოდგენილი. თუ ასეთი ვერ იქნება წარმოდგენილი, მაშინ ჩვენ უკან ვერ გადავდგამთ ნაბიჯს ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ვერ იქნება გამყარებული საერთაშორისო მიდგომით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე სასამართლო რეფორმის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის სხდომა დღეს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები