აგრარულ საკითხთა კომიტეტი ევროკავშირის Farm to Fork სტრატეგიის შესაბამისი ხედვის შემუშავებაზე იწყებს მუშაობას

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი ევროკავშირის Farm to Fork სტრატეგიის შესაბამისი ხედვის შემუშავებაზე იწყებს მუშაობას, რომლის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რძის პროდუქტების, ხილის და ბოსტნეულის მიწოდების გეგმის შემუშავება განიხილება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე დავით სერგეენკომ, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ხატია წილოსანმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და UNICEF –ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელეს ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მატების წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პარლამენტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ რკინადეფიციტის მქონე ბავშვების ორგანიზმში ტყვიის ყველაზე მაღალი შემცველობა ფიქსირდება, რაც თავის მხრივ არასრულფასოვან ნუტრიციასთან არის დაკავშირებული. შეხვედრაზე აღნიშნული საკითხის ფართო ფორმატში განხილვასა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები