სერგეენკო – ოპოზიციის ნაწილზე: ვნახოთ, რა შეჯერებულ პოზიციას წარმოადგენენ

პარლამენტის ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მისთვის გაუგებარია – რატომ აირჩია ოპოზიციის ნაწილმა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ცალკე ემუშავა, როდესაც პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფები.

“რატომ აირჩია ოპოზიციამ ის, რომ არსებული სამუშაო ჯგუფების გვერდის ავლით აკეთებს ამას, მე არ ვიცი. ვნახოთ, რა შეჯერებულ პოზიციას წარმოადგენენ.
პარლამენტი არის იმის გარანტია, რომ ამ არგუმენტებზე ღია და გამჭვირვალე მსჯელობა იყოს“, – განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, დღეს ოპოზიციამ ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები და მომზადებული კანონპროექტები, არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები