დავით სერგეენკო: ყოველთვის მომხრე ვარ, რომ კომუნიკაცია ხდებოდეს არა გზავნილებით, ვერბალური ან წერილობით, არამედ ის იყოს უშუალო და გამჭვირვალე

ყოველთვის მომხრე ვარ იმის, რომ კომუნიკაცია ხდებოდეს არა გზავნილებით, ვერბალური ან წერილობით, არამედ ის იყოს უშუალო და გამჭვირვალე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით,
პარლამენტი არ არის ის ინსტიტუცია, რომ ვინმე ვინმეს განცხადებას გაემიჯნოს ან მხარი დაუჭიროს.

“ვინც უნდა იყოს გზავნილის ავტორი, მით უმეტეს, ჩვენი სტრატეგიული ქვეყნის ელჩი, ყოველთვის მომხრე ვარ იმის, რომ კომუნიკაცია ხდებოდეს არა გზავნილებით, ვერბალური ან წერილობით, არამედ  იყოს უშუალო და გამჭვირვალე კომუნიკაცია.
თუკი არსებობს კითხვები, ამისთვის, პირველ ყოვლისა, საჭიროა კომუნიკაცია და ეს არის გამოსავალი და გასაღები.
მეორე მხრივ, პარლამენტი, მაგალითად – განსხვავებით მინისტრთა კაბინეტისგან, არ არის ის ინსტიტუცია, სადაც ვინმე უნდა გაემიჯნოს, ან მხარი დაუჭიროს ვინმეს განცხადებებს. პარლამენტში ნებისმიერ დეპუტატს აქვს შესაძლებლობა, თავის პოზიცია გამოხატოს და, მეორე მხრივ, პარლამენტის არცერთ წევრს არ აქვს ვალდებულება, რომ გაემიჯნოს ან სოლიდარობა გამოუცხადოს“, – აცხადებს სერგეენკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები