ალუდა ღუდუშაური: ჩემთვის გასაოცარია ქალბატონი ელჩის პოზიცია, რომ თურმე ოთხეულის განცხადებები და პოზიციები ყოფილა რუსული ნარატივი

ჩემთვის გასაოცარია ქალბატონი ელჩის პოზიცია, რომ თურმე ოთხეულის განცხადებები და პოზიციები ყოფილა რუსული ნარატივი, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა, რითაც აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს ძალიან სამწუხაროა და ვფიქრობ, რომ ძალიან უხერხული ბრალდებებია. ამავდროულად, არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, რადგან თქვენ კარგად ხედავთ, რომ მთელი რიგი საკითხები, რომლებსაც გნებავთ, ეს დეპუტატები სვამენ, ეს არის საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის პოზიცია. მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ – კითხვის დასმა რატომ მიიჩნევა ვინმეს მტრობად და რუსულ ნარატივად“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები