ლაშა ხუციშვილი: ცოტნე ყავლაშვილის სახელთანაა დაკავშირებული ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა სახაზინო სამსახურში, მისი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის

მსურს, ფინანსთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლისა და პირადად ჩემი სახელით, ბატონ ცოტნეს მივულოცო ახალ, მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარდგენა და ვუსურვო წარმატებები. მისი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ცოტნე ყავლაშვილის სახელთანაა დაკავშირებული ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა სახაზინო სამსახურში.

„ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოსტზე ფინანსთა მინისტრის მოადგილის, სახაზინო სამსახურის უფროსის, ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარადგინა,

მსურს, ფინანსთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლისა და პირადად ჩემი სახელით, ბატონ ცოტნეს მივულოცო ახალ, მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარდგენა და ვუსურვო წარმატებები.

მან წლები იმუშავა ფინანსთა სამინისტროში და მის სახელთანაა დაკავშირებული ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა სახაზინო სამსახურში, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ფინანსების მართვის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდას, მათ შორისაა: სახელმწიფო ფინანსების მართვის (PFM) რეფორმა, სახელმწიფო ფინანსების მართვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის (PFMS) განვითარება, საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) დანერგვა, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის განვითარება და სხვა.

მისი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის“, – წერს ლაშა ხუციშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოსტზე ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები