თბილისის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება

  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 1400 მმ-იან VI და VII მაგისტრალურ წყალდენებზე მომხდარი დაზიანებების სალიკვიდაციოდ, გუშინ ღამიდან სასწრაფო ტექნიკური სამუშაოების განხორციელება დაიწო.
როგორც პორტალ “კვირას“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, გუშინ დაახლოებით, 23:00 საათზე ავარიულად დაზიანდა ორივე მაგისტრალური არტერიის არაგვის ხეობაში, კერძოდ კი წიწამურის ხევში გამავალი მონაკვეთები.
ადგილმდებარეობის სირთულიდან გამომდინარე, მაგისტრალების დაზიანებულ მონაკვეთებამდე მძიმე სპეცტექნიკის გადასასროლად კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყო გზის გაყვანა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა დაზიანების ადგილებში საავარიო ბრიგადების, ასევე, ბულდოზერებისა და ექსკავატორების მობილიზება. დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია, რაც გუშინ ღამიდან მოყოლებული უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება, დღის ბოლომდე გასტანს.
მაგისტრალურ წყალდენების დაზიანებულ მონაკვეთებზე გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, გამთენიიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად შეუწყდა: გლდანის III, IIIა, V, VI, VII, VIII და თემქის III მ/რაიონებს, ცენტროლიტის, კონიაკის, მუხიანის სამხედრო და გლდანულას დასახლებებს, სოფლებს: გლდანს და გიორგიწმინდას ,,ჰაიდელბერგ ცემენტს“ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპატიმროს, შატბერაშვილის, ქობულეთის, მარაბდის, კეკელიძის, ტიციან ტაბიძის, აბაშელის, ცხვედაძის, დარიალის, გოგებაშვილის, კერესელიძის, გუნიას, გალის, მაყაშვილის, კოჯრის, შინდისის, წავკისის, მესხისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და ნუცუბიძის ფერდობებს, წყნეთს, წავკისს, ახალდაბას, კიკეთს, კოჯორსა და ტაბახმელას.
დღეს, დღის განმავლობაში წყალს დაბალი წნევით მიიღებს:
დიდი დიღომი, სოლოლაკი და მთაწმინდა, გამსახურდიას, ვაჟა-ფშაველას და ალ. ყაზბეგის გამზირები, ბახტრიონის, მგალობლიშვილის, იოსებიძის, შარტავასა და მათი მიმდებარე ქუჩები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები