დავით ნარმანია გამგებლებსა და დეპუტატებს მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვას ურჩევს

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გამგებლებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს მოსახლეობასთან შეხვედრებს ურჩევს. როგორც ნარმანიამ დღეს ქალაქის გამგებლებსა და საკრებულოს დეპუტატებთან შეხვედრაზე განუცხადა, მეტი პროდუქტიულობისთვის მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვა აუცილებელია.
„არა მხოლოდ გამგეობასა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს შორის ურთიერთობაზე უნდა ვიფიქროთ, არამედ – თვითონ მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს შორის და ასევე, ხალხთან ურთიერთობაზე. ჩემი აზრით, გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნება, თუ გამგებელი და შესაბამისი მაჟორიტარი დეპუტატი ერთობლივად გასვლით შეხვედრებს გამართავენ მოსახლეობასთან“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები