14 სექტემბერს, თბილისში „საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტი“ გაიმართება
14 სექტემბერს, 09:30-ზე თბილისში, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ „საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტი“ გაიმართება, რომელიც რეგიონთაშორისი ციფრული დერეფნების განვითარებას მიეძღვნება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფორუმი ჩატარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით.
სამიტში მონაწილეობას მიიღებენ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ევროპის, ცენტრალური აზიის, ჩინეთის და კავკასიის რეგიონის ქვეყნებიდან.
სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია ერთობლივი დეკლარაციის მიღება.