30 წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელდა ინვესტიცია 3.9 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა, სადაც მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მისივე თქმით, ასევე, განხორციელდა ასობით პროექტი, რომელიც ქვეყანას დაეხმარა წინსვლასა და განვითარებაში.
„დღეს აღინიშნება 30 წლის იუბილე მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა მსოფლიო ბანკის წევრი. ამ 30 წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელდა ინვესტიცია 3.9 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით, ასევე განხორციელებულია ასობით პროექტი, რომელიც დაეხმარა ჩვენს ქვეყანას წინსვლასა და განვითარებაში. მსოფლიო ბანკის პორტფელი მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების პროექტებს და სხვა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანს”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.