“თურქეთი ყოველთვის აზერბაიჯანის გვერდით იქნება” – მევლუთ ჩავუშოღლუ

„აზერბაიჯანი მარტო არ არის. თურქეთი ყოველთვის მის გვერდით იქნება“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მისი თქმით, ეუთო-ს მინსკის ჯგუფს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისთვის 30 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ.

„ეუთო-ს მინსკის ჯგუფს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს 30 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ აზერბაიჯანისთვის ოკუპირებული მიწების დასაბრუნებლად. აზერბაიჯანის მოთმინება ამოიწურა, მან დაიწყო ბრძოლა სომხურ პროვოკაციებთან და დაიბრუნა თავისი მიწები. ახლა არის მშვიდობის შესაძლებლობა, მაგრამ, ამის მიუხედავად, სომხეთი მუდმივად აწყოს ახალ პროვოკაციებს“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქეთის პირველმა დიპლომატმა თქვა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის პროვოკაცია მოახდინა და პასუხი მიიღო.

„სინამდვილეში, სომხეთს უნდა სურდეს მშვიდობა, მაგრამ უკანდახევის დროს მთელ ყარაბაღში ნაღმები დატოვეს. თუ ჩვენ გვინდა სრული სტაბილურობა რეგიონში, ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს. თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ კონფლიქტის მოგვარებაში, ის ყოველთვის მხარს უჭერდა და დაუჭერს აზერბაიჯანს“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები