საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ 10 წლისაა
საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“, რომელიც 2013 წელს შუახევის მუნიციპალიტეტში, რეჟისორ ვახტანგ ბერიძის იდეითა და ორგანიზებით დაფუძნდა, 23-26 სექტემბერს მაღალმთიანი აჭარის ორ მუნიციპალიტეტში, შუახევსა და ხულოში წელს უკვე მეათედ გაიმართება.
ფესტივალი 23 სექტემბერს, 11:30 საათზე ფურტიოს თაღოვანი ხიდის მიმდებარედ გაიხსნება და 26 სექტემბერს ხულოს დრამატული თეატრის ეზოში დაიხურება.
წლევანდელ ფესტივალში 25 ავტორი მონაწილეობს, რომლებიც მკითხველის წინაშე ლიტერატურული დისკუსიების, ლექციებისა თუ საჯარო კითხვის ფორმატში წარდგებიან.
მონაწილე ავტორები: როსტომ ჩხეიძე, შორენა ლებანიძე, ბათუ დანელია, ივა ფეზუაშვილი, გიორგი არაბული, მაკა ლდოკონენი, ბექა ადამაშვილი, გვანცა ჯობავა, ეკატერინე ტოგონიძე, ზვიად კვარაცხელია, ნიკა ლაშხია, ერეკლე დეისაძე, ირაკლი შამათავა, ირმა ტაველიძე, ლიკა ჭელიძე, რატი მუჯირი, ბელა ქებურია, ზაალ ჩხეიძე, ბესო სოლომონაშვილი, მაკო ჯაოშვილი, როინ აბუსელიძე, გიორგი ხორბალაძე, რუსკა ჟორჟოლიანი, ქეთი ჯოლბორდი, ნინო მოდრეკილაძე.
ფესტივალის დეტალური ლიტერატურული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ლიტერატურულ ფესტივალს წელს პირველად დაემატა წიგნის ბაზრობაც, რომელშიც ათი წამყვანი გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ მაღალმთიან აჭარაში ამ დრომდე არ არის წიგნის მაღაზია, რაც აღნიშნულ ბაზრობას ადგილობრივებისთვის კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.
წიგნის ბაზრობის მონაწილე გამომცემლები: გამომცემლობა „ინტელექტი“, სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობა „აგორა“, გამომცემლობა „დიოგენე“, გამომცემლობა „არტანუჯი“, ელფის გამომცემლობა, გამომცემლობა „ბაკმი“, გამომცემლობა „ინდიგო“, გამომცემლობა „პალიტრა L”, გამომცემლობა „წიგნი+ერი“.
ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება კინოჩვენება, ფოლკლორული კონცერტები, რეწვის ნიმუშების გამოფენა.
საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ჩასატარებელი ფესტივალების საგრანტო კონკურსის” გამარჯვებულია.
ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერები არიან: შუახევის მერია, ხულოს მერია, „შატო ჩაო“.