“უკრაინული არმია ხარკოვის ზოგიერთ რაიონში რუსეთთან საზღვარზე გავიდა” – ოლეგ სინეგუბოვი

უკრაინელმა სამხედროებმა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებში რუსეთთან საზღვარს მიაღწიეს.

ამის შესახებ სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა Telegram-ში დაწერა.

“ჩვენი სამხედროები რუსი ოკუპანტებისგან ხარკოვის რეგიონის გათავისუფლების ოპერაციას აგრძელებენ. მტერი ნაჩქარევად ტოვებს პოზიციებს და ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში გარბის ან დაუყოვნებლივ – რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე”, – წერს ის.

სინეგუბოვის თქმით, რუსებმა დატოვეს დასახლებული პუნქტი ველიკი ბურლუკი და “დვუხლეტნაია”.

„ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთში ჩვენმა დამცველებმა რუსეთის ფედერაციასთან სახელმწიფო საზღვარს მიაღწიეს“, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები